სასწავლო პროექტი


უკეთესი ვარიანტის შერჩევა. ტურისტული ლაშქრობის დროს შექმნილ პრობლემაზე (მთაში ტურისტული ლაშქრობა დაგეგმილზე ხანგრძლივი აღმოჩნდა)

პროექტის მთავარი თემა – როგორ შევარჩიოდ ორი სხვადასხვა გზიდან საუკეთესო, რომ დროზე დავბრუნდეთ ბანაკში?

პროექტის აქტუალობა – პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის უნარი.

პროექტის მიზანი–მოსწავლეებმა მათთვის ნაცნობი სიდიდეებისათვის დაასახელონ სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულება.

მოსწავლეთა ასაკი: 12–14 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 2 დღე

მოსალოდნელი შედეგები
1.კრიტიკული აზროვნების განვითარება
2.ალგებრული გამოსახულების გარდაქმნის ცოდნა

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცელი, კალმები .
ადამიანური რესურსი: მოსწავლეები, მასწავლებელი

პროექტის მსვლელობა _ მთაში ტურისტული ლაშქრობა დაგეგმილზე ხანგრძლივი აღმოჩნდა და გვსურს რკინიგზის სადგურში, რაც შეიძლება სწრაფად მოხვდეთ რკინიგზის სადგურზე
განვიხილოდ შემთხვებები და შეარჩიეთ უკეთესი ვარიანტი;
1)ფეხით გაეშურეთ სადგურისაკენ–6კმ/სთ სიჩქარით.
2)გამოიძახეთ ტაქსი, რომელიც 24 წთ–ში მოაღწევს თქვენამდე დაშემდეგ 30კმ/სთ სიჩქარით გაეშუროთ სადგურისაკენ;
განვიხილოთ  შემთხვევები;
ა) სადგრამდე 2 კმ–ია
ბ) სადგურამდე 3 კმ–ია
გ) სადგურამდე 5 კმ–ია

პირველი დღე.
კლასი გაიყო ორ ჯგუფად;
პირველი ანგარიშობს ფეხით მოძრაობისას საჭირო დროს
მეორე ტაქსით მოძრაობისას საჭირო დროს
გააკეთეს დასკვნა
ა) ამ შემთხვევაში აშკარად სჯობია ფეხით წასვლა, რადგან ტაქსის მოსვლამდე დავბრუნდებით სადგურამდე
S=v*t  => t=s/v  => 2/6 სთ=20 წუთს
ბ) 3 კმ–ს გავლას ფეხით წასვლით და გამოძახებიდან ტაქსით ერთნაირი დრო დაგვჭირდება.
S=v*t   დრო ტოლია 3/6სთ=30წთ
24 წთ+3/30 სთ=24 წთ+6წთ=30 წთ
გ)5კმ–ს შემთხვევაში კი ტაქსით
S=v*t  => t=s/v => 5/6 სთ =50 წთ
24წთ+5/30სთ=24წთ+10=34 წთ

მეორე დღე
მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, თუ, რამ გამოიწვია დაგვიანება და გააკეთეს დასკვნა
ლაშქრობის დროს მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა დაიღალა და არ შეეძლოთ უკან ფეხით დაბრუნება,   საჭირო გახდა ტაქსის გამოძახება.

პროექტის ხელმძღვანელი: ალექსანდრე ვაშაყმაძე



ხელმძღვანელის ელ ფოსტა a.vashakmadze.57@gmail.com

No comments:

Post a Comment